ემზარ კვიციანი - თავს დამესხა ჯგუფი ცხვრებთან ერთად - არანაირი თმენის ვალდებულება არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ

„არანაირი თმენის ვალდებულება მე არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა, დღეს უფლებადამცველებთან ერთად მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჟურნალისტებმა იგი უსამართლოდ გამოაცხადეს დამნაშავედ.

„თავს დამესხა ჯგუფი, ცხვრებთან ერთად და ვიგერიებდი თავს, მაგრამ თქვენ ჟურნალისტები უკვე დამნაშავედ რომ გამომაცხადეთ, ამას როგორ ხედავთ? ეს სამართალია?" - განაცხადა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განმარტებით, იგი არ აპირებს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს უჩივლოს.

"მე არანაირად არ ვაპირებ ამ ბავშვების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რადგან ესენი თვითონ არიან მსხვერპლი სხვა ადამიანების", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანსა და მოძრაობა " სირცხვილიას" წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა "რუსეთის მონა" უწოდეს, რის შემდეგაც ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა