დავით ნარმანია - თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მზად ვარ, რომ სემეკ-ის საქმიანობას გავუძღვე

თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის მზად არის სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.

როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა საკითხზე კონსულტაციები მიმდინარობს. დავით ნარმანია ამჟამად სემეკ-ის წევრია.

„ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რა გადაწყვეტილება იქნება მოგვიანებით გახდება ცნობილი. უმრავლესობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მე მზად ვარ, რომ გავუძღვე მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას",-განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის სემეკ-ის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილება 16 სექტემბერს იწურება. მთავრობამ პრეზიდენტთან შეთანხმებით აღნიშნულ პოსტზე კანდიდატი უნდა წარადგინოს, რომელსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა