გია ვოლსკიმ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე - ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ხალხის დაშინების მცდელობა და სახელმწიფოებრიობანას თამაში

ეს არის გამოწვეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ხალხის დაშინების მცდელობით და სახელმწიფოებრიობანას თამაშით, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის გაურკვეველი ვადით ჩაკეტვის კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, იმ დროს, როცა ქართული მხარე იქ მცხოვრებ ადამიანებს უამრავ რეფორმას სთავაზობს, დე ფაქტო მხარეს არ აწყობს ეს სიტუაცია, ამიტომ იგონებენ არარსებულ გენოციდს.

„ეს არის გამოწვეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ხალხის დაშინების მცდელობით და სახელმწიფოებრიობანას თამაშით. ეს ხალხი ერთმანეთთან კავშირს მაინც ამყარებს, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე. ისინი არიან მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები, რომლებსაც უნდათ ერთმანეთთან ურთიერთობა, მითუმეტეს თუ ჩვენი პოლიტიკა მათ ჰპირდებათ საკმაოდ წარმატებულ სხვადასხვა სფეროში შეთავაზებებს. რასაკვირველია, ამ დროს უნდა დაძაბო სიტუაცია და არარსებული გენოციდი უნდა მოიგონო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ პუნქტზე „საზღვარი“ გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი დე ფაქტო ცხინვალის КГБ-ზე დაყრდნობით იუწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს