გია ვოლსკი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ინფორმაციის დამახინჯების მიმართულებით რუსეთსაც კი გადააჭარბეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ინფორმაციის დამახინჯების მიმართულებით რუსეთსაც კი გადააჭარბეს. მსოფლიოს მერვე საოცრებად იქცა ის მეთოდები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები მიმართავენ ინფორმაციის დამახინჯების და საერთოდ, ამ ტექნოლოგიების ჩამოყალიბებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გია ვოსლკი „დოიჩე ველეს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გერმანული რედაქციის მიერ მომზადებულ სტატიაში რეალური სურათია აღწერილი და ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ოკუპაციის გამო, რუსეთის ფედერაციასთან სერიოზული დაპირისპირება აქვს, განსხვავებით ინგლისურენოვანი სტატიისგან.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ვნახოთ გერმანული რედაქციის სტატია, შესანიშნავი სტატია, როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე მთავრობის და მისი პოლიტიკის დახასიათებით. იმის ხაზგასმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან საკმაოდ სერიოზული განსხვავებები და დაპირისპირება გაგვაჩნია ოკუპაციის გამო. რეალური სურათია აღწერილი. არსებობს კიდევ ინგლისური რედაქციის სტატია, რომელიც „მიუთითებს“, რომ გახარია არის „რუსეთის კაცი“ და იმეორებს ჩვენი ოპონენტების გამონათქვამს ამასთან დაკავშირებით. ბრჭყალებში მიუთითებს, რომ ოპონენტები ასე ამბობენ. საერთოდ, უკვე მერვე საოცრებად იქცა მსოფლიოში ის მეთოდები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები მიმართავენ ინფორმაციის დამახინჯების და საერთოდ, ამ ტექნოლოგიების ჩამოყალიბებით. მგონი, რუსეთსაც კი გადააჭარბეს, ისეთი პროგრესი და წინსვლა აქვთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო