ოთარ კახიძე - რასმუსენის განცხადება  საინტერესო გამოსავალია, რადგან არაღიარების პოლიტიკა ძალაში რჩება, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია კი დაჩქარდება

ეს ინიციატივა ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვენი მეგობარი ქვეყნების ნაწილისთვის, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ნატო-ში ინტერაციის საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ რუსეთთან ომის საფრთხე ახლავს ამ პროცესს, შეიძლება ეს მოდელი მისაღები გამოსავალი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ "ინტერპრესნიუსთან" ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინიციატივა, რომელიც ნატო-ს წევრობას გულისხმობს იმგვარად, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას უფრო დააჩქარებს.

„როცა ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა კვლავ ძალაში დარჩება, ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უპირობოდ, მაგრამ ამავე დროს, ტოტალური თავდაცვის მუხლი გავრცელდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ეს არის ძალიან საინტერესო გამოსავალი.

რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს, აქამდეც ნაფიქრი უნდა ჰქონდეს. არაღიარების პირობებში ეს არის გარანტია, რომ ჩვენ მივიღებთ უსაფრთხოების ქოლგას და გარანტია იმისა, რომ საქართველო განვითარდება ნახტომისებურად, ჩვენთან ჩაიდება თავისუფალი კაპიტალი, ინვესტიციებისთვის იქნება ძალიან მიმზიდველი გარემო.

რაიმე საფრთხეს ეს ჩვენთვის არ შეიცავს, პირიქით უფრო მომგებიანი იქნება ამგვარი კონფიგურაციით ნატო-ში გაწევრიანება,"- განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. როგორც რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხავია, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება ნატო-ს შესაძლო წევრობაზე.

„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს