ზურაბ ბატიაშვილი რასმუსენის განცხადებაზე - დასავლეთში უკვე მწიფდება აზრი, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადება ნიშნავს, რომ დასავლეთში უკვე მწიფდება აზრი იმისა, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას, - ასე შეაფასა „რონდელის“ ფონდის მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

ბატიაშვილის შეფასებითვე, ნატოს-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებიდან ისიც გამოჩნდა, რომ მათი აზრით, 2008 წლის გადაწყვეტილება საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში მთლად მართებული და სამართლიანი არ იყო“.

„ეს განცხადება არის დადებითი, იმიტომ რომ ნატო-ში კიდევ უფრო აცნობიერებენ იმას, რომ 2008 წლის გადაწყვეტილება არ იყო მთლად მართებული და სამართლიანი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში და რუსეთის მიმართ ეს არის არასწორად გაგზავნილი სიგნალები, რომ წააქეზა მისი აგრესია ჩვენს მიმართ. რაც შეეხება იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს ნატო-ს მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს ურთიერთდახმარებას სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის შემდგომი შესაძლო აგრესიის მოგერიების თვალსაზრისით. ის, რომ ნატო-ს ყოფილმა, მაგრამ გენერალურმა მდივანმა ეს განაცხადა, ნიშნავს, რომ დასავლეთში უკვე მწიფდება აზრი იმისა, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. როგორც რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხავია, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება ნატო-ს შესაძლო წევრობაზე.

„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა