პროკურორის განმარტებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი შუამდგომლობა, რატომ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მაზლის მიმართ

პროკურორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები და საფრთხეები, თუ რატომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მაზლის, ისე ამარიანის მიმართ. როგორც პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ განმარტა, ბრალდებულის თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში არსებობდა არაერთი საფრთხე, რითაც გამოძიებას ხელი შეეშლებოდა.

„ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის პირობებში, მისი მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მომავალში მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არსებობდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ შეუფარდა მას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე. რაც შეეხება დაცვის მხარის და თავად ბრალდებულის პოზიციას, მათ საპირისპიროდ არც შეუთავაზებიათ სასამართლოსთვის სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე", - განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.

62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მაზლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, თემქაზე, მე -11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მოკლულის მაზლია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა