გრიგოლ ვაშაძემ და ირაკლი ქავთარაძემ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა

9-10 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაში,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერებმა შეხვედრები გამართეს EPP-ის პრეზიდენტ ჟოზეფ დოლთან, ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების ლიდერებთან და ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებთან.

„შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ეკონომიკური მდგომარეობა, დემოკრატიის ხარისხის მკვეთრი ვარდნა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და „რუსთავი 2“-ის ოლიგარქის მიერ ხელში ჩაგდება, 20 ივნისის მოვლენები და იმ ადამიანების პატიმრობა, რომლებიც საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად იბრძოდნენ.

ასევე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და კრემლის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე საფრთხეებს, საქართველოსა და ევროკავშირს ურთიერთობებს შორის მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების პერსპექტივას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა