ქეთევან ციხელაშვილი - ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, აღვადგინოთ ნდობის ხიდები და წავახალისოთ თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბროკ ბირმანს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. ასევე, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებს, რომელთაც მათ ოკუპაცია უქმნის. მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვით გამოწვეულ პრობლემებს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ხელისუფლება, პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს სახელმწიფოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებასა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერაში. დღეს ვისაუბრეთ ჩვენს ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე სწორედ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და გეგმებზე, რომლებიც მათთან გვაქვს. კერძოდ, იმ ადამიანების დახმარების თვალსაზრისით, რომლებიც კონფლიქტით ყველაზე მეტად ზარალდებიან. ესენი არიან გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ოკუპაციას უმკლავდებიან. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში იმ მზარდი ინტერესის საპასუხოდ, რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორებისა და ყველა ამ ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, მავთულხლართების მიუხედავად, აღვადგინოთ ნდობის ხიდები და რაც მთავარია, წავახალისოთ თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა