ირაკლი სესიაშვილი - შოთა შალელაშვილს უმრავლესობასთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა

შოთა შალელაშვილს უმრავლესობასთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

სესიაშვილის ინფორმაციით, შალელაშვილის გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ აქტიურ ბიზნესში დაბრუნების სურვილს უკავშირდება.

შოთა შალელაშვილი გახლავთ ღირსეული ადამიანი. ის ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და განხილვებში. შოთა შალელაშვილი არის გამოჩენილი ბიზნესმენი და აქვს თავისი საქმე. მისი არჩევანია აქტიურად დაუბრუნდეს ბიზნესს, რაც საპარლამენტო საქმიანობასთან შეუთავსებელია. ამიტომ განაცხადა, რომ ტოვებს პარლამენტს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. შოთა შალელაშვილმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს