დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ღონისძიებაზე დასწრება შეიძლება, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთონ, როგორც დანარჩენებმა - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა

ვიფიქრე, რომ რაც მათ გააკეთეს, უხეშობა იყო და შლიდა კონფერენციას, - ამის შესახებ ექსპერტმა დევიდ კრემერმა განაცხადა.

მან ისაუბრა ინციდენტზე, რომელიც მოხდა საერთაშორისო კონფერენციაზე Now What-ზე და აღნიშნა, რომ ამაში პოლიტიკური არაფერი ყოფილა.

"არ ვიცოდი, ვინ იყო მიკროფონიანი ბიჭი, არ ვიცოდი, ვინ იყო ქალი, რომელიც მოვიდა და რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ის "პატრიოტთა ალიანსიდანაა" და ასევე, ვიცე-სპიკერია. ვიფიქრე, რომ რაც მათ გააკეთეს, ძალიან უხეში იყო და შლიდა კონფერენციას. მათ შეუძლიათ დასწრება, მაგრამ ეს უნდა გააკეთონ ისე, როგორც დანარჩენმა სხვებმა, რაც ნიშნავს დარეგისტრირებას და მონაწილეობის მიღებას წყნარად, სანამ მათ სიტყვით გამოსვლისთვის დაუძახებენ. არაფერი პოლიტიკური ამაში არაა, მხოლოდ ვიფიქრე, რომ ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა", - განუცხადა კრემერმა "ინტერპრესნიუსს".

შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What? ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრემერი სთხოვდა დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა ინაშვილი მათ არ დაემორჩილა და ღონისძიებას დაესწრო. თავის მხრივ, სამართალდამცავებმა კონფერენციის დარბაზიდან გაიყვანეს „ობიექტივის“ ჟურნალისტი.

იხილეთ ვიდეო: კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე დევიდ კრემერი კომენტარს აკეთებს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა