დევიდ კრემერი - რასმუსენი გულისხმობდა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ნატო-ს კარი საქართველოსთვის

რასმუსენი გულისხმობდა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ნატო-ს კარი საქართველოსთვის, რუსეთისთვის საქართველოს მისწრაფებებზე ვეტოს დადების ფაქტორის მიცემის გარეშე", - ამის შესახებ ექსპერტმა დევიდ კრემერმა განაცხადა. მან ისაუბრა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე.

„ვფიქრობ, ის გულისხმობდა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ნატო-ს კარი საქართველოსთვის, რუსეთისთვის საქართველოს მისწრაფებებზე ვეტოს დადების ფაქტორის მიცემის გარეშე, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის წახალისების გარეშე. ეს არ ნიშნავს მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას, არამედ პრეცედენტების შეხედვას, როგორიცაა: კვიპროსი, გერმანია, აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანია და შემდგომ იმის მიხვედრას, თუ როგორ შეიძლება, ნატო და საქართველო წინ წავიდნენ ისე, რომ ამაში დაარწმუნონ ნატო-ს მოკავშირეები, ვინც შესაძლოა, ნერვიულობენ საქართველოს მიღებაზე. ის ცდილობს, იყოს შემოქმედებითი და ჩემი აზრით, ეს გამამხნევებელი უნდა იყოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კრემერმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. როგორც რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხავია, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება ნატო-ს შესაძლო წევრობაზე.

„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დევიდ კრემერი - რასმუსენი გულისხმობდა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ნატო-ს კარი საქართველოსთვის

რასმუსენი გულისხმობდა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ნატო-ს კარი საქართველოსთვის, რუსეთისთვის საქართველოს მისწრაფებებზე ვეტოს დადების ფაქტორის მიცემის გარეშე", - ამის შესახებ ექსპერტმა დევიდ კრემერმა განაცხადა. მან ისაუბრა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე.

„ვფიქრობ, ის გულისხმობდა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ნატო-ს კარი საქართველოსთვის, რუსეთისთვის საქართველოს მისწრაფებებზე ვეტოს დადების ფაქტორის მიცემის გარეშე, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის წახალისების გარეშე. ეს არ ნიშნავს მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას, არამედ პრეცედენტების შეხედვას, როგორიცაა: კვიპროსი, გერმანია, აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანია და შემდგომ იმის მიხვედრას, თუ როგორ შეიძლება, ნატო და საქართველო წინ წავიდნენ ისე, რომ ამაში დაარწმუნონ ნატო-ს მოკავშირეები, ვინც შესაძლოა, ნერვიულობენ საქართველოს მიღებაზე. ის ცდილობს, იყოს შემოქმედებითი და ჩემი აზრით, ეს გამამხნევებელი უნდა იყოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კრემერმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. როგორც რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხავია, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება ნატო-ს შესაძლო წევრობაზე.

„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა