არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულ იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულ იქნება. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც 2020 წლისთვის განხორციელდება, დემოკრატიის გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„მე კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ ის კონსტრუქციული თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და რაშიც ჩართული არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები, კონკრეტული და ხელშესახები შედეგით დასრულდება. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება ჩვენ გვექნება. ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის პროცესი მიდის ძალიან კონსტრუქციულ ფორმატში და ვფიქრობ, შედეგისკენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. არჩილ თალაკვაძის თქმით, სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით კონსენსუსი არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ კონსენსუსი, რომელიც დემოკრატიის მონაპოვარია, აისახოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, განხორციელდეს სისტემის მეოთხე ტალღა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეფორმა თვისობრივად მაღალ ხარისხში, დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის მაღალ ეტაპზე გადაიყვანს სასამართლო სისტემას.

პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იურიდიულ კომიტეტს და პარლამენტს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა