საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება

11 სექტემბერს საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას ფორუმის 150 წევრი, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციის მონაწილეები საქართველოს რეგიონებში მოქმედ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე, ასევე ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების გზებზე იმსჯელებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (MSPA)“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და შვეიცარიის, შვედეთის, დანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუდი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი დანიელ მევლი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.

ცნობისთვის, ღონისძიება 11 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხში“ გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო