„სინერჯი კაპიტალი” ვიზუალურ იდენტობას იცვლის

კერძო კაპიტალის ფონდი „სინერჯი კაპიტალი“ ლოგოს იცვლის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მთლიანად იცვლება ლოგოს სტრუქტურა, თუმცა დატანებული ფერები არ შეცვლილა - ლურჯი და ნარინჯისფერი ისევ „სინერჯი კაპიტალის“ დომინანტ ფერებად რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სინერჯი კაპიტალიდან“ აცნობეს, ლოგოს ფერები პროფესიონალიზმს, სიღრმესა და ზრუნვას ასახავს. “სინერჯი კაპიტალის“ ახალი ლოგო მარკეტინგული მომსახურების სააგენტომ „ბრენდინგ.ჯიმ“ დაამზადა.

„საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალი“ „სინერჯი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2018 წლის აპრილში დაფუძნდა. დაფუძნების პერიოდში კერძო კაპიტალის ფონდს ლოგო უკვე ჰქონდა, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ის ერთ-ერთი კომპანიის ლოგოს მსგავსი იყო.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

"სინერჯი კაპიტალის" მმართველი პარტნიორი, პაპუნა ტოლიაშვილის თქმით, ამ ამბიდან ძალიან მალევე „სინერჯი კაპიტალის“ ახალი ლოგოს შესაქმნელად მუშაობა აქტიურად დაიწყო.

ახალი ლოგოს შექმნას კომპანიამ თითქმის 6 თვე მოანდომა. აქედან 2 თვის განმავლობაში „სინერჯი კაპიტალი“ შემსრულებელ კომპანიას ეძებდა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი ლოგოზე მუშაობის პერიოდი 4 თვე გაგრძელდა.

„ახალი ლოგო ძალიან განსხვავებულია იმისგან, რასაც ტრადიციულად სინერგიასთან ასოცირებულს იყენებენ. ყველა იყენებს შაბლონურ მოდელს. გვინდოდა, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილიყო და გვქონოდა განსხვავებული ლოგო. გვინდოდა, რომ ჩვენი ლოგო ყოფილიყო ისეთი, რომელიც არ დაძველდებოდა, იქნებოდა განსხვავებული, საინტერესო, თანამედროვე და დინამიური. ახალი ლოგოც სწორედ ასეთია, თანაც მისი ყურებისას ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება აქვს, თითქოს ის მოძრაობს“, - განაცხადა "სინერჯი კაპიტალის" მმართველმა პარტნიორმა პაპუნა ტოლიაშვილმა.

მისი თქმით, ძველი ლოგოს ანალოგიურად, აქაც მთავარი ფერი ლურჯი და ნარინჯისფერია, რომლებიც პროფესიონალიზმს, სიღრმეს, ზრუნვასა და სითბოს აღნიშნავს.

„ახალ ლოგოზეა დატანილი წითელიც, რომელიც ურგენტულობის და კრიტიკულობის ფერია, რასთანაც ზოგჯერ შეხება გვაქვს ხოლმე. საბოლოო ჯამში, ჩვენი ახალი ლოგო არის ძალიან გამორჩეული, გვგონია, რომ ყველა იდეას, რაც კი გვქონდა მაქსიმალურად ასახავს. ასევე ექნება ყოველთვის ხალისის, სითბოსა და ინტერესის შეგრძნება. „ბრენდინგ.ჯიმ“ მისია ძალიან კარგად შეასრულა“, - განაცხადა ტოლიაშვილმა.

რაც შეეხება დევიზს, „პარტნიორობა კეთილდღეობისთვის“ - "სინერჯი კაპიტალის" ახალი დევიზია. კომპანიის ინფორმაციით, დევიზში ნათლადაა ასახული „სინერჯი კაპიტალის“ დამოკიდებულება მთლიანი ბიზნესპროცესისადმი.

„ორმხრივ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა კომპანიის მთავარი ღირებულებაა, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა მონაწილე მხარის/სტეიკჰოლდერის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადეს „ბრენდინგ.ჯი“-ში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო