გიორგი ლომია ემზარ კვიციანზე - როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ეს არის ფიზიკური დაზიანება, შეიძლება მას  ყური დაუზიანდეს ამ დროს

სასწრაფოდ კანონში ცვლილებაა შესატანი, რათა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სიტყვის თავისუფლება და შეურაცხყოფა, - ამ ინიციატივით ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი გიორგი ლომია ბიუროს სხდომაზე გამოვიდა, რითაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანთან დაკავშირებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც ლომიამ აღნიშნა, როცა დეპუტატს მისდევენ და ყურში უსტვენენ, ფიზიკური დაზიანების მიყენებას ნიშნავს, რადგან ამან შესაძლოა, ყურის დაზიანება გამოიწვიოს.

მან ამ ფაქტის პოლიციის მხრიდან უგულებელყოფაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პოლიცია შეურაცხყოფის ხელშეწყობას ახორციელებს, როცა ამგვარი ფაქტების მიმართ უმოქმედოა.

„ის, რა ინციდენტიც მოხდა ბატონ ემზართან დაკავშირებით, მე შემიძლია გითხრათ, რომ სასწრაფოდ არის კანონში ცვლილება შესატანი, რის მიხედვითაც უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება. არ უნდა გვეშინოდეს, თუ ვინმე ზეწოლას ახდენს თქვენზე, უნდა ავუხსნათ, რომ გინება არის შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება არის კონსტრუქციული კრიტიკის გამოხატვა. როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ეს არის ფიზიკური დაზიანება. შეიძლება მას ყური დაუზიანდეს ამ დროს. პატარა ბავშვი არ არის ემზარ კვიციანი. როდესაც გოგო აგინებს და პოლიციას რატომღაც მარტო ემზარ კვიციანი მიჰყავს და ის გოგოს არ გაარიდა იქაურობას და არც იმ „ვაჟკაც ბიჭებს“ პოლიცია არ არიდებს, ამას არ ჰქვია დემოკრატია, ამას არ ჰქვია აზრის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. ამას ჰქვია შეურაცხყოფის ხელშეწყობა, სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან“, - განაცხადა ლომიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა უწოდეს“. თავის მხრივ, დეპუტატმა აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს