არჩილ თალაკვაძე რუსეთის დუმის გადაწყვეტილებაზე - საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადახედვაზე - საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს. თალაკვაძე გამოეხმაურა რუსეთის დუმის განცხადებას, რომლის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიმართავის საფუძველზე, სათათბიროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საკითხს „ოსების გენოციდის ცნობის შესახებ“.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, „ისტორიული თემების პოლიტიკური კონიუქტურის ნიშნით გამოყენებას მივიჩნევთ ძალიან სარისკო საქმედ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა“.

„ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება, ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა, ხოლო მეზობლებთან - პრობლემების მოგვარება. სხვაგვარი მოკლე პოლიტიკური ხედვა უპერსპექტივოდ და სახიფათოდ მიგვაჩნია“, - აცხადებს თალაკვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა