გიგა ბოკერია ირმა ინაშვილს გამოეხმაურა

ინაშვილი თურმე გაღიზიანდა ციტატებით, რომელიც მე წავიკითხე მათზე და ეს ის განცხადებებია, რასაც ისინი საჯაროდ აკეთებენ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი ბოკერიამ განაცხადა. ის გამოეხმაურა ლიეტუველი დეპუტატის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის მიმართავს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილს, რომ „მას მოუწევს გიგა ბოკერიას შეყვარება, სანამ საქართველო არ შევა ევროკავშირსა და ნატოში.

“აქ იგულისხმება ის, რომ ინაშვილი აქ მოვიდა და თქვა, რომ მე არ ვარ პრორუსიო. ის თურმე გაღიზიანდა ციტატებით, რომელიც მე წავიკითხე მათზე და ეს ის განცხადებებია, რასაც ისინი საჯაროდ აკეთებენ ხომ? და შეგიძლიათ ამოიღოთ არქივი, ნახოთ პარლამენტში მისი ფრაქცია, ლომია - ისინი იძახიან, რომ ბავშვები შიმშილობენ ნატო-ს გამო. რუსეთის ოკუპაციის გამო კი არ ვართ ცუდად, ნატო-ში ინტეგრაციის გამო შიმშილობენ თურმე ქართველი ბავშვები და პუტინს უნდა ველაპარაკოთ დასავლეთის გარეშე, დასავლეთი არის საფრთხე, ჩვენს ეკლესიას ანგრევენ და ა.შ. პუტინის დაწერილი ტექსტებით გამოდის ეს ხალხი, ეს ყველამ ვიცით და რას უარყოფს, გამოვიდეს და თქვას, არ არის ეს მათი სიტყვები? თუ იმას უარყოფს, რომ სადღეგრძელოები უთხრეს გახარიას? რა მნიშვნელობა აქვს, მაგათი ნახევარი ფრაქცია მისცემს ხმას თუ არა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ისინი ერთ სულ და ერთ ხორც არიან ყველგან. ერთადერთ საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ, უფრო სწრაფად დაამთავრეთ პროდასავლური ოპოზიციაო და ამას საყვედურობდნენ გახარიას. ჩვენ თავისუფალი ქვეყანაში ვცხოვრობთ, ინაშვილებსაც და ყველას აქვთ იგივე უფლებები, რაც მე და ჩვენი მოვალეობაა, ისინი დავამარცხოთ და დავამარცხოთ ისე, რომ პოლიტიკურად მათ შანსი არ ჰქონდეთ”, - განაცხადა ბოკერიამ.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)