გიორგი ოთხმეზური - ქართული მხარე ე.წ. ოსების გენოციდთან დაკავშირებით,  არ უნდა ჩაებას  არავითარ დისკუსიაში

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, როგორც ბორდერიზაციის პროცესი - გადმოწევენ და ნელ-ნელა შემოდიან - "პწკენები", "ჩქმეტები" და ტკივილის მოყენების მცდელობა იქითა მხრიდან, -ასე აფასებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური რუსეთის დუმის განცხადებას, რომლის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართავის საფუძველზე, სათათბიროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საკითხს „ოსების გენოციდის ცნობის შესახებ“.

როგორც ოთხმეზურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამას საერთაშორისო პერსპექტივა არ აქვს და ქართული მხარე მსგავს საკითხებზე დისკუსიაში არ უნდა შევიდეს.

„ამ წამოწყებას ზუსტად ისეთივე დღე უწერია, როგორც კოკოითისა და პუტინის განცხადებას, რომ სამხრეთ ოსეთი 1874 წელს ზავით შევიდა რუსეთის შემადგენლობაში.

ისიც აქვთ ოს მეცნიერებს ნათქვამი, არამეული დამწერლობის ძეგლებზე, რომ ოსური დამწერლობისააო. თქმა ყველაფრის შეიძლება. ამ საკითხს საერთაშორისო პერსპექტივა არ აქვს. თვითონ რას მიიღებენ, მათი საქმეა.

ჩემი აზრით, ქართული მხარე არ უნდა ჩაებას არავითარ დისკუსიაში. ძალიან მოკლედ უნდა იქნას აღნიშნულის აბსურდულობა მითითებული, შეიძლება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ოთხმეზურმა.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთის დუმამ განიხილა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვა „1920 წელს ქართველი ნაციონალისტების მიერ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსების გენოციდის აღიარებასთან“ დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მხრიდანაც იქნება კომუნიკაცია ამ საკითხის განხილვისას.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)