გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 11 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ბარისახოს, ულიანოვის, გაგრის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, უჯარმის, რევოლუციის, ტრაპაიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ლიბანის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვარკეთილის III მასივის VII, X კვარტლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, შუამთის, თრიალეთის, ხომლელის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სვირის, ასურეთის, ლუბოვსკის, სანავარდოს, ავიაქიმიის, კურსების, ჭიჭიკო ბენდელიანის, ზეკარის, კიშინიოვის, ბუგეულის, ლისაშვილის, დარკვეთის და თოდრიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, ევროპის მოედნის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, სევანის, ფერიცვალების, ირბახის, ბოროდინის, ლაგოდეხის, რუისის, მაჭარის, ალიხანიანის, ურბნისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის, სართიჭალის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ისნის, იზაშვილის, მეფე სოლომონ ბრძენის და მეტეხის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს