საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება

საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას ფორუმის 150 წევრი, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციის მონაწილეები საქართველოს რეგიონებში მოქმედ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე, ასევე ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების გზებზე იმსჯელებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (MSPA)“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და შვეიცარიის, შვედეთის, დანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუდი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი დანიელ მევლი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.

ცნობისთვის, ღონისძიება 11 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხში“ გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა