მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები „მუქარის წერილის“ ექსპერტიზის დასკვნაზე დღეს ისაუბრებენ

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები „მუქარის წერილის“ ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია ადვოკატმა ზვიად კორძაძემ დაუდასტურა.

ადვოკატების, ზვიად კორძაძისა და ეკატერინე ეგუტიას შეხვედრა „არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან“ დღეს, 13.00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში გაიმართება. შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილთან დაკავშირებით ლონდონიდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრებენ.

„იმ ფონზე, როცა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ბევრ ლეგიტიმურ კითხვას აჩენს, კოალიციის მიზანია დეტალურად გაეცნოს საქმეში არსებულ მასალებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შეფასების მომზადებისათვის“,- ნათქვამია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა