თურქულმა გაზეთმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ახალი დეტალები გამოაქვეყნა

თურქულმა გაზეთმა „საბაჰმა“ არაბი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ახალი დეტალები გამოაქვეყნა. გამოცემამ მოიპოვა ჩანაწერი მკვლელობის ადგილიდან.

როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა ჯამალ ხაშოგის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მისვლის შემდეგ უთხრეს, რომ უნდა დაბრუნებულიყო საუდის არაბეთის დედაქალაქში, ვინაიდან, ეს ინტერპოლის ბრძანება იყო. თუმცა, ჟურნალისტმა უარი განაცხადა მათ მოთხოვნაზე. შემდეგ კი თურქული გამოცემის ცნობით, ჩანაწერებში ისმის ხაშოგის ხმა რომ „მას არ დაახურინონ პირი, ვინაიდან ასთმა აწუხებს“. ამის შემდეგ სავარაუდოდ, ჟურნალისტმა გონება დაკარგა, იგი გაგუდეს.

ცნობილი არაბი ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში გასული წლის ოქტომბერში მოკლეს. ხაშოგი „ვოშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი იყო და აშშ-ში ცხოვრობდა. იგი ბოლოს 2 ოქტომბერს ნახეს, როდესაც საკონსულოში შედიოდა, რათა ის დოკუმენტები აეღო, რაც მას თურქ საცოლეზე ქორწინებისთვის სჭირდებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს