დავით ზალკალიანი უზბეკეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 11-13 სექტემბერს უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემერთან აზიზ აბდუხაკიმოვთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან აბულაზიზ კამილოვთან და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან სოდიკ საფოევთან გამართავს. ამასთან, დავით ზალკალიანი საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

„აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტაშკენტში გაიმართება მასშტაბური კულტურული ღონისძიება საქართველოს ხელოვნების სფეროს მოღვაწეების მონაწილეობით. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან უზბეკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელები, უზბეკეთში აკრედიტებული დიპლომატური კორპუსი, საქართველოს პარლამენტის წევრები, უზბეკეთის კულტურისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო