განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, წამყვანი ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით, ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ამერიკელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალები განიხილა.

როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, განათლების სისტემაში ტექნოლოგიების დანერგვის პროექტი წლის ბოლომდე განხორციელდება, რაც სისტემას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციაში და „ციფრულ სამყაროსთან" დაახლოებაში დაეხმარება.

უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა