ვალერი ჩეჩელაშვილი - გარდა იმისა, რომ კარბამიდის ტერმინალის პროექტი განამტკიცებს ჩვენს სატრანზიტო როლს, trammo-ს სახით სერიოზული ამერიკული კომპანია და კაპიტალი შემოდის საქართველოში

ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით და ცნობილი კომპანიების „ტრამმოს“ და ,,Wondernet Express’’-ის პარტნიორობით ხორციელდება. როგორც დიპლომატი და რონდელის ფონდის ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, გარდა იმისა, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სატრანსპორტო როლის გაძლიერებას, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ „ტრამმოს“ სახით სერიოზული ამერიკული კომპანია და კაპიტალი შემოდის საქართველოში.

„ეს პროექტი არის ჩვენი სატრანზიტო როლის გაძლიერება და შესაბამისად, ჩვენი პოზიციების გამტკიცება საერთაშორისო სატრანსპორტო ურთიერთობების სისტემაში, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ღერძული მიმართულება. გარდა ამისა გეოპოლიტიკურადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სერიოზული მრავალწლიანი გამოცდილების მატარებელი ამერიკული კომპანია და კაპიტალი შემოდის საქართველოში,” - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ხოლო ექსპერტი, მედიის კვლევის დოქტორანტი და საზოგადოებრივი ურთიერთობათა მაგისტრი დავით ძიძიშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ხორციელდება და აზიიდან ევროპისკენ ან პირიქით ტვირთების ბრუნვასთანაა დაკავშირებული, რუსეთის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველია.

„ნებისმიერი პროექტი, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით განხორციელდება და დაკავშირებული იქნება აზიიდან ევროპისაკენ ტვირთების ბრუნვასთან, ან პირიქით, რუსეთის ეკონომიკისთვის პირდაპირ საფრთხის შემცველია, რადგან ისინი წლებია პოზიციონირობენ, როგორც მთავარი მაგისტრალი აზიასა და ევროპას შორის,” - განაცხადა დავით ძიძიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წელს გაფორმდა. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ამერიკული გამოცემა ,,ფორბსი“ წერდა, რომ საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. გამოცემა მიუთითებს, რომ სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

„ფორბსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში,ჟურნალისტი Joresa Blount ამ პროექტის, როგორც თანამედროვე „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობასა და ამ პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ტრამმოს“ დაინტერესებაზე საუბრობს. ჟურნალისტი სტატიაში წერს, „ტრამმო“ ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1965 წელს დაარსდა და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 450 თანამშრომელს ითვლის. 2011 წელს კომპანია „ტრამმო“ გამოცემა „ფორბსმა“ 500 დიდ კერძო ამერიკულ კომპანიებს შორის 34-ე ადგილზე დაასახელა.

ჟურნალისტს სტატიაში, ასევე, მოჰყავს კომპანია „ტრამმოს“ პრეზიდენტის ედვარდ ვაინერის შეფასება ბათუმის ტერმინალის საერთაშორისო სატრანზიტო პოტენციალის შესახებ. ვაინერის შეფასებით, ამ პროექტით ბათუმის და ბაქოს პორტები მთავარ საერთაშორისო ჰაბად ყალიბდებიან.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)