ზაზა გაბუნია 114-ე და 138-ე სკოლების პედაგოგებს და მშობლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძესთან ერთად 114-ე და 138-ე სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. მიმდინარე წლიდან ავარიული შენობების ადგილზე ახალი, ევროპული სტანდარტის სკოლების მშენებლობა დაიწყება.

ზაზა გაბუნიამ და ირინა აბულაძემ სკოლების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ პროცედურებთან და ვადებთან დაკავშირებით, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას სჭირდება.

"წინა წელს მე დავპირდი 114-ე და 138-ე სკოლის მასწავლებლებს და მშობლებს, რომ მათი შვილები ახალაშენებულ, მაღალი დონის სკოლებში ისწავლიდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს და საერთაშორისო პარტნიორებს, დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახლო პერიოდში ბავშვები ევროპული სტანდარტების ახალი სკოლებში განაგრძობენ სწავლას", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა