თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზაფხულო კლინიკური სტაჟირება რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარეს

17 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ლაბორანტის, ნინო ჯანყარაშვილის ხელმძღვანელობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რიზე, თურქეთი) საზაფხულო კლინიკურ სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს. აღსანიშნავია, რომ სტაჟირების განმავლობაში, მათ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჰუსეინ ქარამანი და კლინიკის ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი შეხვდა.

„სტუდენტები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით ეპყრობოდნენ. საზაფხულო კლინიკური სტაჟირების დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, კლინიკისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს ვიცე-კონსული ქალაქ ტრაპიზონში, თემურ ტარტარაშვილი დაესწრნენ. ყველა სტუდენტმა სერტიფიკატი მიიღო და დადებითი დახასიათება დაიმსახურა. დიდ მადლობას მოვახსენებ თსსუ-ის ხელმძღვანელობას, რომ საშუალება მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო სტუდენტთა საზაფხულო კლინიკური სტაჟირების პროგრამაში“, - აღნიშნა ნინო ჯანყარაშვილმა.

ამასთან, სტუდენტები სხვადასხვა დეპარტამენტში იყვნენ გადანაწილებულნი (გინეკოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია), სადაც მათ დეპარტამენტების ხელმძღვანელები კურირებდნენ, რომლებიც სტუდენტების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ.

„ასევე, უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებული ყურადღება თსსუ-ის კურსდამთავრებულის, ექიმ ალი ილმაზ-ფანჯიკიძის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ჰარუნ ჩიმქესა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელის, ბეკირ გიუზელის მხრიდან.

საზაფხულო სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები კონსულტაციებს, გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს ესწრებოდნენ, ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, ყოველდღიურად, პროფესორებთან ერთად, ამუშავებდნენ სამედიცინო ლიტერატურას, არჩევდნენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს. ასევე, მათ საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ახლად შექმნილი და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი სიმულაციის ცენტრი. სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯუნეით არდიჩმა მომავალ თანამშრომლობაზე დიდი სურვილი გამოთქვა, რომლის ფარგლებშიც, მე-6 კურსის სტუდენტებს შეეძლებათ სწვლების თანამედროვე კურსი გაიარონ.

ასევე, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის უშუალო ინიციატივით, თსსუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ რიზეს კულტურულ ღირსშესანიშნაოებებსაც გასცნობოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)