თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის "მუქარის წერილზე" ექსპერტიზის დასკვნა მხარეებმა პროკურატურას უნდა მიაწოდონ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის "მუქარის წერილზე" ექსპერტიზის დასკვნა მხარეებმა პროკურატურას უნდა მიაწოდონ, რათა საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი სამართლებრივი გეგმით იმოქმედოს.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვარაუდებზე, იმის თაობაზე, იქნება თუ არა წერილზე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ანაბეჭდი, კომენტარს ვერ გააკეთებს. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ის ექსპერტიზის შედეგებსაც არ იცნობს და შესაბამისად, დეტალებზე საუბარი გაუჭირდება.

„ექსპერტიზის შედეგი შეიძლება განხილული იქნას როგორც მტკიცებულების ერთ-ერთ ელემენტად ან გარკვეულ ინფორმაციად, რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის ღირებული იყოს კონკრეტულ საქმეზე გამოძიების საწარმოებლად. მე არ ვიცი ამ დასკვნაში რა წერია. მიაწოდონ მხარეებმა პროკურატურას და პროკურატურა შესაბამისი სამართლებრივი გეგმით იმოქმედებს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა