ირაკლი აბესაძე - შემოთავაზება, რომლის მთავარი არსია, რომ რუსული ოკუპაცია და სამხედრო აგრესია ნატო-ში ინტეგრაციის წინაღობად არ იქცეს, არის წინადადება, რომლის განხილვა მნიშვნელოვანია

შემოთავაზება, რომლის მთავარი არსია, რომ რუსული ოკუპაცია და სამხედრო აგრესია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინაღობად არ იქცეს, ნამდვილად არის წინადადება, რომლის განხილვა მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ წინადადების ხელაღებით უარყობა რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის გამოყენებაა, რომ თითქოს, დასავლეთი საქართველოსგან ოკუპაციაზე შეგუებას ითხოვს.

„რუსული ოკუპაციის მთავარი მიზანი სწორედ არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშორება ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან და ამგვარად, ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტება. ამიტომ შემოთავაზება, რომლის მთავარი არსია, რომ რუსული ოკუპაცია და სამხედრო აგრესია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინაღობად არ იქცეს, ნამდვილად არის წინადადება, რომლის განხილვა მნიშვნელოვანია. შემოთავაზებაა, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ჩათვლით, გახდეს ნატო-ს წევრი, უბრალოდ ნატო-ს სამხედრო კოლექტიური თავდაცვის მუხლი არ გავრცელდეს იმ ტერიტორიებზე, სადაც დღეს რუსეთის სამხედრო აგრესია მიმდინარეობს. ამიტომ ამ წინადადების ხელაღებით უარყოფა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, არის რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის გამოყენება, რომ თითქოს დასავლეთი ჩვენგან მოითხოვს შევეგუოთ ქართული ტერიტორიების ოკუპაციას. ეს ნამდვილად არის ტყუილი და მათი მხრიდან ამ წინადადების ასე ხელაღებით უარყოფა, მიანიშნებს მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა აბესაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს