სალომე სამადაშვილი - აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია

აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ვითარება არის უკიდურესად დაძაბული, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ ლოკაციაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ აგზავნის სიგნალებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ამიტომ მათ აქვთ განცდა, რომ საქართველოში ვითარება არ არის მძიმე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მერამდენედ ხდება სერიოზული პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. სამწუხაროდ, ამავე დროს ვხედავთ, რომ დასავლეთის დედაქალაქებში რეაგირება ამასთან დაკავშირებით არ არის ადეკვატური. საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებელ რეჟიმში უნდა მართავდეს კონსულტაციებს შესაბამის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაშინგტონში.

ამავე დროს, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ვითარება არის უკიდურესად დაძაბული.

როდესაც საქართველოს ხელისუფლება დღესაც საუბრობს რუსეთთან დიალოგზე და არანაირ სიგნალს არ აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება მძიმეა, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც არ აქვთ განცდა, რომ საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების პრობლემები, რეალურად მძიმდება, რუსეთის და საოკუაციო რეჟიმის პროვოკაციების შედეგად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ ლოკაციაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგო.

„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან, დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, - განაცხადეს სუს-ში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო