ადვოკატი - მიხეილ კალანდია მმართველი პოლიტიკური ძალის და "ევროპული საქართველოს" ერთობლივი გარიგების შედეგად არის ციხეში მოთავსებული

"მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდია არის საქართველოს პარლამენტის მმართველი პოლიტიკური ძალისა და "ევროპული საქართველოს" ერთობლივი გარიგების პროდუქტად ციხეში მოთავსებული ადამიანი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.

მისი თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება ზაზა სარალიძის დაშოშმინებას ემსახურება.

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდია არის საქართველოს პარლამენტის მმართველი პოლიტიკური ძალისა და "ევროპული საქართველოს" ერთობლივი გარიგების პროდუქტად ციხეში მოთავსებული ადამიანი. რამეთუ, ოღონდ არ იყოს „ბუნტი“ ამ პრინციპს ემსახურება მათი ეს გადაწყვეტილება, ამით დააშოშმინეს სარალიძე, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ქალაქს და სახელმწიფოს თავისი საქციელით, ამის გამო გაითამაშეს ეს სპექტაკლი და მიხეილ კალანდია მოთავსებულია საპყრობილეში სრულიად დაუსაბუთებლად“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, ხვალ სასამართლოში დანიშნულია სხდომა, რომელიც დახურულია და აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს.

„საქმის მასალების შესწავლის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ კალანდიას დაურღვიეს დაცვის უფლება, სხდომის საჯაროობის პრინციპი, შეჯიბრებითობის და თანასწორონის პრინციპი, რის საფუძველზეც ხვალ მაქვს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე, რომ სხდომა, რომელიც დახურულია სრულიად უსაფუძვლოდ, გასაჯაროვდეს. პროკურატურის მიერ "შეთითხნილი" ბრალი დასაბუთებას ვერ ჰპოვებს და მიხეილ კალანდიას მიმართ უნდა დადგეს გაუმართლებელი განაჩენი, რამეთუ ვარაუდების საფუძველზე არათუ ადამიანის გასამართლება, არამედ დაკავებაც არ შეიძლება“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო