გია ვოლსკი - მეხუთე მუხლის გარეშე ნატო-ს წევრობის საკითხი ხვალვე გადაწყდება, თუკი ნატო-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ

მე-5 მუხლის გარეშე ნატო-ს წევრობის საკითხი ხვალვე გადაწყდება, თუკი ნატო-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხს მხოლოდ საქართველო არ წყვეტს და საჭიროა პარტნიორებთან კონსულტაცია.

„ვიღაცა ეცადა, რომ წარმოეჩინა ისე, თითქოს პირადად რასმუსენს ან ნატო-ს რაიმე კითხვის ნიშანი აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, ამ თემამ განვითარება ვერ ჰპოვა. რაც შეეხება მე-5 მუხლის გარეშე ნატო-ს წევრობას, ეს თემა ხვალვე გადაწყდება, თუკი ნატო-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ და თუკი იქნება სათანადო მუშაობა იმისთვის, რომ ამას დაძაბულობის გაღვივება არ მოჰყვეს. მხოლოდ საქართველო არ წყვეტს ამ საკითხს. პარტნიორებთან კონსულტაციებია საჭირო, ამ გადაწყვეტილების რეალობასთან დაკავშირებით.

ოპონენტებს პასუხისმგებლობა არაფერზე არ აქვს. მათი ერთადერთი მიზანია, როგორმე დაძაბულობა შემოიტანონ საზოგადოებაში. ამაზე რომც მიდიოდეს ინტენსიური კონსულტაციები, არის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც არავითარი ანგარიშვალდებულება ჩვენ ესოდენ დესტრუქციულ ოპოზიციასთან არ გვაქვს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო