14-15 სექტემბერს, ორბელიანის განახლებულ მოედანზე „სთრით ფუდ ფესტივალი" „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში" ჩატარდება

14-15 სექტემბერს ორბელიანის განახლებულ მოედანზე „სთრით ფუდ ფესტივალი" „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში" ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომლებმაც რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ ვებ- გვერდზე უნდა გაიარონ.

„ახალ პროექტს ვიწყებთ - „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში". გვინდა, რომ თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის 14-15 სექტემბერს 12:00-დან 23:00-საათამდე ორბელიანის განახლებულ მოედანზე ჩავატაროთ ეს ფესტივალი. კომპანია „სთოლის" ორგანიზებით ხდება ამ ფესტივალის ჩატარება. თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო პროექტების სერია, განვახორციელეთ ძალიან ბევრი პროექტი. ერთ-ერთი იყო „თბილისური ბაზარი", რომელიც არის ერთგვარი პლატფორმა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის და ყოველ შაბათ-კვირას ტარდება, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ამჟამად ჩვენ ვუერთდებით სწრაფი კვების ფესტივალების მსოფლიო ტრენდს. ამ მიმართულების და ტურიზმის ხელშეწყობისთვის თბილისურ „სთრით ფუდ მარკეტს" ჩავატარებთ. ბოლო პერიოდში თბილისში მრავლად გაჩნდა საინტერესო სწრაფი კვების ობიექტები, რომელთა არსებობასაც ბიძგი მისცა „სთრით ფუდ ფესტივალის" ჩატარებას - „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში". ფესტივალის ფარგლებში მსურველებს მონო-მენიუებით გაუმასპინძლდებიან გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები, მზარეულები და სხვა საკვები თუ სასმელი პროდუქტების მწარმოებლები. ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სწრაფი კვების ობიექტებს, საკონდიტროებს, მეწარმეებს, ღვინისა და კრაფტ-ლუდის მწარმოებლებს. მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ვებ-გვერდს და უნდა დარეგისტრირდნენ. ნებისმიერ მსურველს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ასეთი პროექტების განხორციელება ნამდვილად სჭირდება ორბელიანის მოედანს. იქ ჯერ ისეთი სიცოცხლე არ იგრძნობა, როგორიც ჩვენ გვინდა. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, თბილისის ცენტრია და ასეთი პროექტების განხორციელება ამ კონკრეტულ ლოკაციაზე იქნება ძალიან მაგარი. გელოდებით, მობრძანდით და დააგემოვნეთ ქართული კერძები, სასმელები",- განაცხადა კალაძემ.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)