სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სტაჟირება პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაიარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, საზაფხულო სტაჟირების გასავლელად პოლონეთში, პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სტაჟირების მიმდინარეობისას სტუდენტები პოლონეთის სამედიცინო სფეროს მიღწევებს გაეცნენ და პოზნანის წამყვან კლინიკებში ტრენინგები გაიარეს. ასევე, მათ საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ როგორც თეორიულ მასალას, ისე გასაუბრებოდნენ პაციენტებს ანამნეზის შეგროვების მიზნით, მონაწილეობა მიეღოთ პაციენტების დიაგნოსტირების და მკურნალობის პროცესში.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გადიოდნენ პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის გინეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორების: გრეგორ ბრებოვიჩის და ევა ნოვაკ-მარკვიჩის; ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის, რომან ჯანკოვსკის და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, მარეკ რუჩალას ხელმძღვანელობით.

პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორმა იაროსლავ ვოლკოვიაკმა, შეხვედრაზე მიიწვია ქართველი სტუდენტები, სადაც ისაუბრეს თანამედროვე მიდგომებზე მედიცინის სწავლების საქმეში, სწავლის ხარისხის კონტროლზე, ასევე, პოლონეთში არსებული ჯანდაცვის სისტემის შესახებ. პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორმა იაროსლავ ვოლკოვიაკმა აღნიშნა, რომ გაცვლითი პროგრამები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მომავალშიც გაგრძელდება და ეს თავის წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის