კახა კალაძის ინფორმაციით, რადიოქალაქის პროექტთან დაკავშირებით გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ტერიტორია კი 23 მილიონ ლარად გაიყიდა

მინდა მივაწოდო მოსახლეობას საკმაოდ სასიხარულო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ის მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვისაც, ეს ეხება მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიას,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიოქალაქის პროექტი მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მერის ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ტერიტორია კი 23 მილიონ ლარად გაიყიდა.

„ჩვენ გვინდა აქ განვავითაროთ პროექტი, რომელიც იქნება გლდანისთვის, მუხიანისთვის, თემქისთვის, ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი. ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია გამოტანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ინდუსტიული ქალაქი“. ეს კონკრეტული ადგილი, რადიოქარხნის ტერიტორია 23 მილიონ ლარად გაიყიდა,“- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, უკვე შემუშავებულია კონცეფციაც, თუ როგორ უნდა განვითარდეს რადიოქარხნის ტერიტორია. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი და ის საინტერესო იქნება ქალაქში მცხოვრები ყველა თაობის ადამიანისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის.

„კონცეფციის მიხედვით, აქ უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცე, საგამოფენო სივრცე, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეტრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის სივრცე, სამუშაო, საწარმო სივრცე და ა.შ.

ძალიან საინტერესო პროექტია და გამარჯვებული ჯგუფიც საკმაოდ წარმატებულია. ის დედაქალაქში ფლობს, სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს, ეს არის სასტუმრო რუმსი, სტამბა, ფაბრიკა და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთებთ და არა მხოლოდ იმ რაიონებისთვის, რომელიც მე ჩამოვთვალე, არამედ დედაქალაქისთვის იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და არა მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე მაქვს ყურადღება გამახვილებული, ასევე გარეუბანშიც გვექნება ერთ-ერთი ძალიან მაგარი პროექტი, ახალი მიზიდულობის ცენტრი და როგორც წინასაარჩევნოდ დაგპირდით ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი არა მხოლოდ ახალგაზრდობისთვის, ყველა თაობის ადამიანებისთვის,“- განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს