გია ვოლსკი - მე არანაირად არ მაწუხებს ნიკა მელიას პარლამენტში მოსვლა და თუნდაც ცრუპენტელობა, მაგრამ თუ სამართლებრივი საკითხია მოსაგვარებელი, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

მე არანაირად არ მაწუხებს ნიკა მელიას პარლამენტში მოსვლა, თუნდაც ტრიბუნიდან გამოსვლა და ცრუპენტელობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ის გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მიერ ტელეეთერით გამოსვლას და ამით კანონის შესაძლო დარღვევას. ვოლსკის თქმით, ეს სამართლებრივი საკითხია, რომელიც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

ნიკა მელია მოვიდა პარლამენტში, სიტყვით გამოვიდა და ჩვენ, როგორც ხედავთ, ამაზე რეაქცია არ გვქონია. რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არის გადასაწყვეტი, მათ უნდა გადაწყვიტონ. თუ ტელეეთერით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, სამართლებრივად იდავოს და სასამართლომ გადაწყვიტოს. აქ პოლიტიკური დავა და ხელის გადაწევა უადგილოა იმიტომ, რომ მე მაგალითად, არანაირად არ მაწუხებს მისი პარლამენტში მოსვლა, თუნდაც ტრიბუნიდან გამოსვლა და ცრუპენტელობა, მაგრამ რეალურად თუკი სამართლებრივი საკითხია მოსაგვარებელი, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ გუშინ ტელეკომპანია „კავკასიას“ ინტერვიუ მისცა. მანამდე, დეპუტატმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ინტერვიუს შესახებ მისმა ადვოკატმა აცნობა პროკურორს, პასუხად კი კატეგორიული უარი მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, იმსჯელებენ მომხდარ ფაქტზე და მოახდენენ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო