პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიპლომატმა მთავრობის მეთაურს თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს.

განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირთან დიალოგის უმაღლესი დონის ფორმატის, როგორც უპრეცენდენტო და საქართველოსთვის შექმნილი პლატფორმის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს.

გიორგი გახარიამ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებების ერთგულია და დემოკრატიის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. ელჩმა ჰარცელმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ ბორდერიზაციის პროცესსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის ბარიერების შექმნის გამო და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის როლს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაში და ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს