არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს, ბროკ ბირმანს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

არჩილ თალაკვაძემ USAID-ის მიერ ჩვენს ქვეყანაში გაწეული საქმიანობის, ასევე, მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ბროკ ბირმანს მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა, საქართველოს პარლამენტის მთავარი სამუშაო საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. არჩილ თალაკვაძე სტუმარს მართლმსაჯულების სფეროს და საარჩევნო რეფორმებზე, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის შესახებ ესაუბრა.

ბროკ ბირმანის განცხადებით, USAID გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო