„საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ პოლონეთში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრაკოვში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ „საქართველოს რკინიგზიდან’’ აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომელთა შორის პოლონეთის სამთავრობო უწყებები, მსხვილი ბიზნესისა და სექტორის უცხოელი წარმომადგენლები იყვნენ.

„დავით ფერაძემ ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე გაამახვილა და ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებსა და „საქართველოს რკინიგზის” ინიცირებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა. კონფერენციის ფარგლებში, კომპანიის დელეგაციამ, PKP LHS-ს წარმომადგენლებთან, ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა და ერთობლივი სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა, ევროპა-აზია-ევროპის მარშრუტზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის გამოყენებით.

ქართულმა მხარემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველო-რუმინეთსა და საქართველო-უკრაინას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კონტეინერების გადაზიდვის ხანგრძლივობასა და ღირებულებას შავ ზღვაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო