ადვოკატი ზვიად კორძაძე - შუამავლის დასახელება ჩემი პრეროგატივა არ არის, მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტს, როდის დაასახელებს

„თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ის პირები, რომლებიც მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ, ამ დრომდე არ გამოკითხულან. როგორც კორძაძემ „არასამთავრობო ორგანიზიათა კოალიციასთან" შეხვედრის დროს განაცხადა, ხაზარაძემ გამოკითხვისას, როგორც შუამავალთა, ასევე იმ ბიზნესმენთა ვინაობა დაასახელა, რომელთაც მან გახარიას მიერ წერილის გაგზავნის შესახებ უამბო.

„როცა მამუკა ხაზარაძე გამოიკითხა, მან დაასახელა ადამიანები, რომელთაც იმ საღამოსვე გაუზიარა წერილის არსებობის შესახებ, დაასახელა ბიზნესმენები, ვისთანაც ჰქონდა საუბარი, დაასახელა შეხვედრა ბიზნესმენების, სადაც ამაზე ისაუბრა. პროკურატურას არც ერთი მათგანი არ გამოუკითხავს, ისე განაცხადა მეორე დღეს, რომ გამოძიების საფუძველი არ ჰქონდათ. ველოდებით შემდეგ რამეს, დასახელებული ჰყავს ადამიანები და ეს ადამიანები გამოიკითხონ, შეუძლიათ ბევრი სხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარონ და ეს ანაბეჭდები შეადარონ ბაზას, რომელიც გააჩნიათ და დაუსვან მარტივი კითხვა, საიდან აღმოჩნდა, ეს ანაბეჭდები იმ წერილზე.

შუამავლის დასახელება, ჩემი პრეროგატივა არ არის, შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტს, როდის დაასახელოს შუამავალი. ამ მტკიცებულების შემდეგ, ვინაობის დასახელება აზრს კარგავს. გამორიცხული არ არის, შუამავლის ანაბეჭდიც იყოს წერილზე.

ერთი უცნაურობა მინდა გითხრათ ამ საქმეზე. მამუკა ხაზარაძემ, მას შემდეგ რაც ამ წერილის არსებობის შესახებ განაცხადა, პროკურატურამ დაგვიბარა და ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოში წავედით. განგვიმარტეს, რომ მოქმედი საქმის ფარგლებში ვიკითხებოდით, რომელიც ფულის გათეთრებაზე მიმდინარეობდა. მეორე უცნაურობა ის აღმოჩნდა, რომ საქმის მასალების გადმოცემისას ეს გამოკითხვა საქმის მასალებში არ იყო. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რა სამართლებრივ სივრცეში უნდა გადავცე ეს დისკი, მაგრამ აუცილებლად გადავცემ", - განაცხადა კორძაძემ.

გია ნოდია - თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა პოზიცია შეიცვალა, ეს მასზე ჩვენი დასავლელი პატრნიორების ზეწოლის შედეგი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია