სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხელისუფლება სამართლებრივ აბსურდშია შესული

სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება არის როგორც ტელევიზიაში მისვლა, ასევე ამომრჩეველთან შეხვედრა, რადგანაც ჩვენ წარმოვადგენთ პარლამენტში ჩვენს ამომრჩევლებს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გუშინ ნიკა მელიას ტელევიზიაში მისვლაზე პროკურატურის პასუხს.

სამადაშვილის თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ხელისუფლება შესულია სამართლებრივ აბსურდში.

„ერთი მხრივ აცხადებენ, რომ მას ხელი არ შეეშლება სადეპუტატო საქმიანობაში და მეორე მხრივ ვნახეთ, რომ მას არ ჰქონდა უფლება მისულიყო გადაცემაში, გუშინ საღამოს.

სადეპუტატო ვალდებულებების განხორციელება არ ნიშნავს მხოლოდ პარლამენტში მოსვლას და სხდომაზე დასწრებას. სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება არის როგორც ტელევიზიაში მისვლა, ასევე მაგალითად ამომრჩეველთან შეხვედრა, რადგანაც ჩვენ წარმოვადგენთ პარლამენტში ჩვენს ამომრჩევლებს. ამ აბსურდიდან რაც უფრო მალე გამოვა ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი და რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტენ მელიას სამართლებრივ დევნას და მოხსნიან სამაჯურს, მით უფრო ნაკლები უხერხულობის წინაშე აღმოჩნდება დღევანდელი ხელისუფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ გუშინ ტელეკომპანია „კავკასიას“ ინტერვიუ მისცა. მანამდე, დეპუტატმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ინტერვიუს შესახებ მისმა ადვოკატმა აცნობა პროკურორს, პასუხად კი კატეგორიული უარი მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, იმსჯელებენ მომხდარ ფაქტზე და მოახდენენ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა