ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში, CNN-ზე საქართველო შესახებ რეპორტაჟი დაანონსდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, CNN - ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი დაანონსდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რეპორტაჟი ტელეკომპანია CNN - ზე 14 სექტემბერს გადაიცემა. რეპორტაჟის ანონსი კი CNN - ის ეთერით ყოველდღიურად ტრიალებს. კამპანიის სატელევიზიო განთავსების ნაწილს Destination Georgia 14 მილიონიანი აუდიტორიით წარმოადგენს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი Discover Georgia დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორია, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი. CNN-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლების ჩვენება ივნისიდან დაიწყო. პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანია ტელეკომპანია CNN-ზე წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს ზაფხულს, შემოდგომას, ასევე ზამთრის სეზონს.

სარეკლამო კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი. CNN-ის თანამშრომლობით საქართველოს შესახებ რამდენიმე საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს CNN თემატურ კვირეულს მიუძღვნის. მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანება და 23- წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა