ვახტანგ გომელაური ელიზაბეთ რუდს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ გომელაურმა ელიზაბეთ რუდთან შეხვედრა აშშ-ში 18 წლის წინ, 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტზე საუბრით და ამერიკელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.

უწყების ინფორმაციით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე, რომელიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის პრევენციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა