გია ვოლსკი - ირმა ინაშვილმა თავისი პარტიის დღის წესრიგი შეასრულა, თუმცა დევიდ კრემერმა მოთმინება დაკარგა და საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კომპეტენცია

ირმა ინაშვილმა თავისი პარტიის დღის წესრიგი სრულად შეასრულა, თუმცა დევიდ კრემერმა მოთმინება დაკარგა და საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კომპეტენცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო კონფერენციაზე now what ირმა ინაშვილსა და პანელის წამყვან დევიდ კრემერს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს.

მისივე თქმით, ამ ინციდენტს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ირმა ინაშვილმა თავისი პარტიის დღის წესრიგი სრულად შეასრულა. რასაკვირველია, მე არ მივესალმები. როდესაც არ ხარ კონფერენციაზე დაპატიჟებული, არ უნდა მიხვიდე, აგრესიას ქმნის, დამაზიანებელია. თუმცა ვფიქრობ, დევიდ კრამერმა დაკარგა მოთმინება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საერთოდ მისი კომპეტენცია. რატომღაც მას ამერიკელ დიპლომატად მოიხსენიებენ. ესეც ტყუილია. ასევე, ჯორჯ ჯონსონსაც შეეძლო უფრო დიპლომატიურად მოქცეულიყო და მეტი კომპეტენცია წარმოეჩინა. ეს არ არის ამერიკის პოზიცია. ამერიკის შეერთებული შტატები თავშეკავებულია, კორექტულია საქართველოს და მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც შესაძლოა მის პოლიტიკურ პოზიციებს არ პასუხობს. საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ამ თემას არ უმოქმედოა,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What? „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის გამოჩენას მოჰყვა. პანელის წამყვანმა დევიდ კრემერმა ინაშვილს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ამავეს ითხოვდნენ ინაშვილისგან კონფერენციის ორგანიზატორებიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა