ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთამდე და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული გამოავლინა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12.8 მილიონი ლარია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდამ აცნობეს, სამუშაოები ითვალისწინებს 20 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, წყალამრიდი მილების, გაბიონის, საყრდენი კედლის, მიერთებების, ეზოში შესასვლელების და ფოლადის თვალამრიდების მოწყობას.

„ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხაწყაროს არსებული გზა გრუნტის იყო, რის გამოც მოსახლეობას და დამსვენებელს გადაადგილება ძალიან უჭირდა. განსაკუთრებით გადაადგილება რთულდებოდა წვიმის დროს, რადგან სანიაღვრეები არ არსებობდა და პირდაპირ გზაზე მიედინებოდა წყალი.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ კი მოსახლეობა და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა