აკაკი ზოიძე - ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ სახელმწიფო მნიშვნელოვანი თანხების ჩადებას არ დაიწყებს, ეს ასე არ მოხდება

ეს ვიდეო აღმაშფოთებელია და ამ ვიდეოს გავრცელება ორმაგად დამაზიანებელი, - ასე შეაფასა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც არასრულწლოვანს კანაფის მოწევას სთხოვენ.

ზოიძის თქმით, ასეთ მავნე ჩვევებთან ბრძოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით უნდა მოხდეს.

"აღმაშფოთებელია, როგორც ამ ვიდეოს გავრცელება, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ამ საქციელს, ისე სამართლებრივი კუთხით, 21 წლამდე ადამიანის დაყოლიება კანაფის მოხმარებაზე ითვალისწინებს საკმაოდ დიდ სასჯელს - 6-დან -10 წლამდე და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი მოხმარებაც ასევე ითვლისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ სასჯელს. რა თქმა უნდა, მხოლოდ სამართლებრივი მექანიმზი ვერ იქნება პრევენცია. აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების და სპორტის პოპულარიზაცია, რაც მსგავსი მავნე დამოკიდებულების ერთადერთი ეფექტიანი გზაა. ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ სახელმწიფო მნიშვნელოვანი თანხების ჩადებას არ დაიწყებს, ეს ასე არ მოხდება. ბიუჯეტი, როგორც კი შემოვა ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა