აკაკი ზოიძე „მუქარის წერილზე“ - პოლიტიკური ფანდი მგონია, რადგან ამ ველზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შემოვიდნენ

ეს უფრო პოლიტიკური ფანდი მგონია, რადგან ამ ველზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შემოვიდნენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა აკაკი ზოიძემ „მუქარის წერილზე“ ექსპერტიზის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

ზოიძის თქმით, აუცილებელია გამოძიებული იქნას საქმე და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს,რადგან ეს მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და პროკურატურის რეპუტაციისთვის.

"აუცილებელია, თითოული საქმე იქნას გამოძიებული და კითხვებს პასუხები გაეცეს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროკურატურისა და ხელისუფლების რეპუტაციისთვის. ეს უფრო პოლიტიკური ფანდი მგონია, რადგან ამ ველზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შემოვიდნენ. პოლიტიკური განცხადების ფარგლებში გამოყენებული იქნება ყველა მეთოდი, რომელიც მათ პოლიტიკურ ქულებს მოუტანთ. ეს პოლიტიკური პროცესია, თუმცა სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი უნდა განცალკავდეს. განცხადებები რაც კეთდება, მიანიშნებს, რომ პოლიტიკური პროცესი დაიწყო, ეს ნორმალური პროცესია, რადგან არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა", - განაცხადა ზოიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო