ზვიად კორძაძე - როგორც კი მოგვივა წერილის ტექსტობრივი ნაწილი, პროკურატურაში წარვადგენთ და შემდგომი ნაბიჯი პროკურატურის მხრიდან ამ ანაბეჭდების შედარებაა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, იმ წერილზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მას გიორგი გახარიამ მისწერა, ათეულობით თითის ანაბეჭდია ასახული, რომელთა შედარება პროკურატურას ბიომეტრული პასპორტის მონაცემებთან შეუძლია.

როგორც კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც დაადგენენ, ვის ეკუთვნის ეს კონკრეტული ანაბეჭდები, უნდა დაიბარონ ეს ადამიანები და დაკითხონ.

„როგორც კი მოგვივა წერილის ტექსტობრივი ნაწილი, მოხდება მისი წარდგენა პროკურატურაში. შემდგომი ნაბიჯი პროკურატურის მხრიდან ამ ანაბეჭდების შედარებაა. ბიომეტრიულ პასპორტებზე არის ჩვენი ანაბეჭდები და იქედან შეიძლება შედარება. მას შემდეგ, რაც დაადგენენ, ვის ეკუთვნის ეს კონკრეტული ანაბეჭდები, ალბათ, უნდა დაიბარონ ის ადამიანები და დაკითხონ. აქ შეიძლება მამუკა ხაზარაძეც აღმოჩნდეს, მამუკას ახლობელიც, მაგრამ თუ აღმოჩნდება ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეხება არა აქვს ხაზარაძესთან, ამ შემთხვევაში, ალბათ, კითხავენ, საიდან აღმოჩნდა თქვენი ანაბეჭდები ამ წერილზე?! ვინ არიან ისინი, მე არ ვიცი. მაგრამ მამუკამ გამოკითხვის დროს დაასახელა ის პირები, რომლებსაც იმ დღეს ამაზე ესაუბრა, დაასახელა ბიზნესმენები, რომლებთან შეხვედრაზეც ჰქონდა ამ საკითხზე საუბარი, არც ერთი ეს პირი გამოკითხული არ არის“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მისივე თქმით, დისკს პროკურატურაში მომდევნო კვირის ბოლომე წარადგენენ.

მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა სასამართლოზე მოქმედი საქმის ფარგლებში მოხდა. ნახევარი საათი შუამდგომლობას ვაყენებდი, რომ ეს არ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ განგვიმარტეს, რომ ეს ამ საქმის ფარგლებში მოხდა. როცა საბუთები გაგვიცვალეს, ეს გამოკითხვა ამ საქმეში არ არის. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ „დედა საქმე“ დატოვეს, სადაც ეს გამოკითხვა იქნება. მომდევნო კვირის ბოლომდე წარვადგენთ ამ დისკს პროკურატურაში. ტექსტობრივი ნაწილი ამ დღეებში ჩამოვა და მივართმევთ პროკურატურას“, - განაცხადა კორძაძემ.

წერილის გადაცემის ეპიზოდზე კორძაძემ აღნიშნა, რომ „კონკრეტული ადამიანი მივიდა გახარიასთან, წამოიღო წერილი და მიუტანა ხაზარაძეს“.

„მამუკამ გამოკითხვაზე დაასახელა ადგილი, სად მოხდა ამ წერილის მიტანა, ადამიანები, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდნენ და წერილის მიტანის დრო. რაც შეეხება შუამავალს, როგორც კი მამუკა დაასახელებს, ეგრევე გეტყვით“, - განაცხადა კორძაძემ.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა