თბილისში „GIAC არბიტრაჟის დღეები 2019“ გაიმართება

თბილისში, 9-11 ოქტომბერს ყოველწლიური კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები 2019“ გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით უკვე მე-6 წელია ტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანი არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო დონეზე არსებული სიახლეებისა და მიდგომების განხილვაა. ასევე, ღონისძიების მიზანს წარმოადგენს საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენა და ამ სფეროში რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება.

„მთავარი კონფერენცია გაიხსნება 10 ოქტომბერს, სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია“. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს მთავრობის წევრები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.

წელს “არბიტრაჟის დღეები“ აერთიანებს რამდენიმე ღონისძიებას. მათ შორის 9 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, GIAC-ისა და საერთაშორისო იურიდიული ფირმის „Shearman&Sterling” ორგანიზებით გაიმართება სემინარი, რომელიც მიეძღვნება ,,უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციას. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება უზენაესი სასამართლოს შენობაში და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი მზია თოდუა.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და GIAC-ის ერთობლივი დისკუსია, რომელიც შედგება საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის გასულ წელს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

GIAC-ის გენერალური მდივნის ბექა ინჯიას განცხადებით, წლევანდელი კონფერენცია ეხება დავების გადაწყვეტის როლს ქვეყნის ეკონომიკაში. აღნიშნული სათაურის ქვეშ ორი დღის განმავლობაში მომხსენებლები განიხილავენ სხვადასხვა საკითხს, მიდგომებსა და ტენდენციებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ბიზნეს წარმომადგენლები ასევე წარადგენენ თავიანთ მოსაზრებებს არბიტრაჟისა და მედიაციის მეშვეობით დავების გადაწყვეტის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში სადავო საკითხების გადაწყვეტის მექანიზმების შერჩევის თემატიკაზე. ამასთან, შედარებული იქნება სასამართლოს, არბიტრაჟისა და მედიაციის მახასიათებლები და ქვეყანაში ინვესტორთა მოზიდვისა და დაცვის სხვადასხვა მექანიზმი.

„ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი თანამშრომლობს არბიტრაჟის მსოფლიო დონის ექსპერტებთან და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებსა და იურიდიულ ფირმებთან. სწორედ ეს თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას მოვიწვიოთ ამ მიმართულებების მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები“, - აცხადებს ბექა ინჯია.

კონფერენციის დასკვნით დღეს ახალგაზრდა პრაქტიკოსებისა და სხვა დაინტერესებული პირთათვის გაიმართება სემინარი, რომლის ორგანიზატორები არიან საარბიტრაჟო ცენტრი, ICC YAF და ICDR.

ამასთან, თბილისის არბიტრაჟის დღეებს დაესწრებიან პრაქტიკოსი იურისტები როგორც საქართველოდან, ისე ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებიდან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო